ვენეციის კლუბი
2006 წელს, არქიტექტორთა კავშირში დაფუძნდა ვენეციის კლუბი. კლუბის მიზანია: "ვენეციის ბიენალეს" საშუალებით ქართული კულტურისა და ხელოვნების ინტეგრაცია მსოფლიოს კულტურასა და ხელოვნებაში. კოორდინატორი: დავით აბულაძე ტელეფონი: 291 01 16 ____________________________________________________________ თანაკოორდინატორი: ნიკოლოზ აბაშიძე ტელეფონი: 294 11 51 ____________________________________________________________ თანაკოორდინატორი: ბესარიონ ტატიშვილი ტელეფონი: 294 11 51 "ვენეციის ბიენალე" დაარსდა 1895 წელს,რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება.1930 წლიდან "ვენეციის ბიენალეს" ჩარჩოში დაარსდა მუსიკის, კინოს და თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, 1975 წლიდან კი არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენა. Venice Bienalle 2006
ვენეციის ბიენალეს ოფისი
2006 წელს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ინიციატივით სანმარკო მოედანზე--სანგალოს ეკლესიაში,ვენეციის ბიენალეს ისტორიაში პირველად მოეწყო საქართველოს ნაციონალური პავილიონი, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი არქიტექტორები. ნაციონალური პავილიონის კომისარი: დავით აბულაძე, ნაციონალური პავილიონის კურატორი: ნანა ცომაია, გოგა ბერიძე
საქართველოს ნაციონალური პავილიონის მონაწილეები და სტუმრები: არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის UIA-ს პრეზიდენტი - გაიტან სიუ, ვიცე პრეზიდენტები: უის ჯან კარლო და მარტინ ბრახოვსკი. საქართველოს ელჩი იტალიაში ზაზა გოგსაძე.
2006 წლის ვენეციის ბიენალეს უმაღლესი ჯილდო "ოქროს ლომის" მფლობელი გახდა არქიტექტორი რიჩარდ როჯერსი. პრიზი გადასცა მისმა მეგობარმა არქიტექტორმა რენცო პიანომ.
_____________________________________________________________________________________ Venice Bienalle 2008 2008 ვენეციის ბიენალე არქიტექტურა ერის კულტურის, ისტორიის და მის ყოფასთან იდენტიფიცირების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია.
2008 წლის ვენეციის ბიენალეს უმაღლესი ჯილდოს "ოქროს ლომის" მფლობელი გახდა არქიტექტორი ფრენკ გერრი
_____________________________________________________ Venice Bienalle 2010 2010 ვენეციის ბიენალე ბიენალე საუკუნეზე მეტს ითვლის იგი დაარსდა 1895 წელს და ყველაზე პრესტიჟული კულტურული ღონისძიებაა მთელს მსოფლიოში, რომელიც წარმოაჩენს თანამედროვე ხელოვნებას, სადაც ეწყობა საერთაშორისო ღონისძიებები და შეხვედრები. აქ ტარდება არქიტექტურის, კინოს, მუსიკის, ცეკვის, თეატრის ფესტივალები, ხელოვანები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან და მართავენ საინტერესო ღონისძიებებს. წელს გამოფენის კურატორად დაინიშნა კაძუო სეჯიმა (Kazuyo Sejima) იაპონელი არქიტექორი, რომელმაც მიმდინარე წელს მიიღო უმაღლესი არქიტექტურული ჯილდო “პრიცკერის პრემია” თავისივე არქიტექტურულ ფირმა “SANAA” -სთან ერთად. საქართველოს ნაციონალური პავილიონი, რომელიც განთავსდება ჯარდინიების საგამოფენო სივრცეში ორგანიზებას უწევს საქართველოს არქიტექტორთა კავშირი. ასევე 2006 და 2008 წლებს ვენეციის მე-X და XI ბიენალეზე არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით საქართველოს ნაციონალური გამოფენები გაიმართა სან-მარკოს მოედანზე სან-გალოს საგამოფენო სივრცეში. მე-XII ბიენალეს თემა "არქიტექტურა, როგორც შეხვედრების საშუალება" ქართულ პავილიონის ინსტალაციაში ვითარდება კონცეფციით "არქიტექტურა კონფლიქტების გარეშე", (იგულისხმება ბუნებრივ გარემოში უკონფლიქტო ჩართვები). 21-ე საუკუნეში კაცობრიობას მოუწევს გაცემა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა გლობალური დათბობა, შეზღუდული რესურსები, ენერგიის, წყლის, ჰაერის, ნიადაგის და ნედლეულის დაუბალანსებელი გამოყენება და ა.შ. დადგა დრო, როდესაც არქიტექტორებმა უნდა ვიფიქროთ ამ პროცესებში ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე (როდესაც ხშირად ხელს ვუწყობთ მრავალ თანამედროვე ქალაქში შეიქმნას ბეტონის, ფოლადის, მინის უზარმაზარი აგლომერატები) არქიტექტურაზე, როგორც მოსალოდნელი კატაკლიზმების თავიდან აცილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ საშუალებაზე. ამგვარ მნიშვნელოვან საკითხებზე დაფიქრებისა და გააზრებისათვის საქართველოს ნაციონალური პავილიონის ინსტალაციის პროექტს საფუძვლად დაედო იდეა "სიმბოლური პაუზა". ამ თვალსაზრისით პროექტი წარმოადგენს მწვანე მოლზე განთავსებულ ღია-გახსნილ-გამჭოლ სივრცეს, რომელშიც გრძივად დაფენილია სინთეტური ფერადი ბადე-ბილიკი. ინსტალაციისა და კომპოზიციის ძირითადი ელემენტია ქართულ ეთნოგრაფიული დარბაზის ჭერის იმიტაცია, (სადაც ტრადიციულად სათათბიროდ და სანადიმოდ იკრიბებოდნენ ადამიანები) ამ შემთხვევაში "სიმბოლური პაუზა" შეჩერების ადგილი, სადაც კიდევ ერთხელ ვფიქრდებით და ვიწყებთ დიალოგს ხსენებულ პრობლემებზე - ბუნებრივი და ხელთქმნილი გარემოს შორის ხშირ კონფლიქტებზე მათ შორის ჰარმონიის დეფიციტზე. ქართული პავილიონი - ვენეციის ბიენალზე 2010
საქართველოს პავილიონის გახსნა
საქართველოს პავილიონი 2010 წლის ვენეციის ბიენალეზე წარდგენილი იყო ოქროს ლომის ნომინაციაზე
ნორმან ფოსტერის და რემ კულხასის ლექცია - იაპონიის პავილიონში
პაოლო ბარატა, რემ კულხასი, კაცუო სეჯიმა ვენეციის ბიენალეს დახურვის ცერემონიალი
2010 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე ოქროს ლომის მფლობელი გახდა ჰოლანდიელი არქიტექტორი რემ კულხასი. ნომინაცია საუკეთესო ნაციონალური პავილიონი ოქროს ლომის მფლობელი გახდა ბაჰრეინის სამეფო. __________________________________________________________________________________________
|





















































