•  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Registered Architects Of Georgia

Union International of Architects

არქდღეები 2010-ის კონკურსის ნომინაციები

არქიტექტურის დღე - 2010

საქართველოს არქიტექტორთა კავშირი აცხადებს მასალების მიღებას ყოველწლიურ პროფესიულ კონკურსზე შემდეგ ნომინაციებში:


I. არსუკუძის სახელობის პრემია.
II. წლის საუკეთესო რეალიზებული არქიტექტურული ნაწარმოები.
III. წლის საუკეთესო არქიტექტურული პროექტი.
IV. არქიტექტურისა და არქიტექტორების შესახებ წლის საუკეთესო წიგნი.
V. არქიტექტურისა და არქიტექტორების შესახებ მასმედიაში წლის საუკეთესო პუბლიკაცია.
VI. წლის საუკეთესო საბაკალავრო და სამაგისტრო ნამუშევარი.

- განაცხადი და საკონკურსო მასალა I ნომინაციაში წარდგენილ უნდა იქნეს  არქიტექტორთა   კავშირში   2010  წლის 2 ოქტომბრის 17.00 საათამდე.


- საკონკურსო მასალა II და III ნომინაციებში 2010 წლის 15 ოქტომბრამდე წარდგენილი უნდა იქნას ვებ-გვერდის www.style-magazine.com.ge–ს ლინკის  არქიტექტურული პრემია  ( www.archi-competition.com.ge) ქვე-ლინკზე-ინტერნეტ განაცხადი.


- განაცხადი და საკონკურსო მასალა IV და V ნომინაციებში წარდგენილ უნდა იქნეს არქიტექტორთა კავშირში 2010 წლის 30 სექტემბრის 17.00 საათამდე.

- კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნამუშევრების გამოფენა გაიმართება 4-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით

  საქართველოს არქიტექტორთა კავშირის საგამოფენო დარბაზში.

კონკურსის დებულების, წარდგენის წესის და სხვა მოთხოვნების დარღვევით ნამუშევრები კონკურსზე არ დაიშვება.

კონკურსთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მიმართეთ საქართველოს არქიტექტორთა კავშირს
(დ.აღმაშენებლის გამზირი 89/24, III სართული)
ტელ/ფაქსი: 91 01 16 / 95 99 87

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობა
 

Sep 20, 2010

Union International of Architects

10000 Architecture

masa

FABSR

ACE

სიახლეები
დღეს შემოსულია
აქტიური წევრები: 3
წევრები: 0
სტუმრები: 3
დღეს შემოსულია: 178