სტუდენტური ტრადიციული კლაუზურა-კონკურსი2011 წლის 29 ნოემბერს გალერეა“ უნივერსში“ გაიმართა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების 24-ე ტრადიციული კლაუზურა-კონკურსი თემაზე „არა-ტერორიზმს“. ( მიეძღვნა ქალაქ ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ ტერაქტის მე-10 წლისთავს). ჟიურის გადაწყვეტილებით თითოეული არქიტექტურული სკოლის სტუდენტებს გადაეცათ დიპლომები და ფულადი პრემიები. ჟურნალი სტილის გამომცემლობისაგან ჟურნალები და წიგნი თანამედროვე ქართული არქიტექტურის შესახებ. ასევე არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას წიგნები. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქიტექტორ რამაზ კიკნაძის სახელობის I ხარისხის დიპლომები გადაეცათ მარიამ გორჯოლაძეს და თამარ ცანავას II ხარისხის დიპლომები გადაეცათ შოთა გელაშვილს და ბექა ხუციშვილს III ხარისხის დიპლომები გადაეცათ ნონა დავითაიას და ვანიკო ქათამაშვილს
Nov 29, 2011
|












