ლექცია -პრეზენტაციაუწყვეტი პროფესიული განვითარების ცენტრის სამუშაო პროგრამის ფარგლებში 2011 წლის 8 ნოემბერს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სააქტო დარბაზში შედგა სამშენებლო მასალების მწარმოებელი (ფასადები, ინტერიერები) კომპანია „ანტერ დაგლასი“-ს (HunterDouglas) პრეზენტაცია. კომპანიას წარმოადგენდა მისი რეგიონალური მენეჯერი იაცეკ სლეზაკი (პოლონეთი), ასევე კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციას - „საქართველოს საერთაშორისო კომპანია“ წარმომადგენელი გეგი შაიშმელაშვილი. პრეზენტაციასთან ერთდროულად ჩატარდა ლექცია ციკლიდან „ახალი ტექნოლოგიები“ სასერტიფიკაციო- კურსების მსმენელთათვის, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ადრე კურსდამთავრებულები და რეგისტრირებული არქიტექტორები.
Nov 8, 2011
|







