საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის - UIA-ს II რეგიონის შეხვედრა.
16 ივნისს ქ.სტამბულში ჩატარდა“ შავი ზღვის რეგიონის“ არქიტექტორთა ფორუმი. ფორუმზე მიღებული იქნა ქარტია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე. შავი ზღვის რეგიონის არქიტექტორთა ფორუმის წევრი ქვეყნებია: სასომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. P.S „შავი ზღვის რეგიონი“-ს არქიტექტორთა ფორუმი დაფუძნდა 1996 წელს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ინიციატივით. 2008 წლამდე მისი შტაბბინა მდებარეობდა ქ. თბილისში , ხოლო 2008 წლიდან საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თანხმობით შტაბბინა თურქეთში ქ. სტამბულში გადავიდა. 17 ივნისს ქ.სტამბულში გაიმართა ბალკანეთის ქვეყნების არქიტექტორთა ფორუმი, რომელზეც სტუმრის სტატუსით საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დელეგაცია ესწრებოდა. ბალკანეთის ქვეყნების არქიტექოტრთა ფორუმის წევრი ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, საბერძნეთი, მაკედონია, კოსოვო, რუმინეთი, სერბია, სლოვენია და თურქეთი. ფორუმზე განიხილეს რეგიონში წაარმოქმნილ ახალ ქვეყნებში არქიტექტურული მემკვიდრეობის პრობლემები. 2011 წლის 18 ივნისს ქალაქ სტამბულში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ UIA- ს II რეგიონის 33 წევრი ქვეყნის ნაციონალური სექციების (არქიტექტორთა კავშირების) პრეზიდენტები. სადაც განხილული იყო ქალაქ ტოკიოში UIA-ს 24-ე კონგრესის თემები და ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასახელებულ კანდიდატთა წარდგენა. ამავე დროს მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2012 წელს საქართველოში UIA-ს საერთაშორისო ფორუმის ჩატარების თაობაზე.
Jun 16, 2011
|










