საქართველოში მდგრადი არქიტექტურისა და მშენებლობის კონცეფციის განვითარების კვირეული14 აპრილს საქართველოში მდგრადი არქიტექტურისა და მშენებლობის კონცეფციის განვითარების კვირეულის ფარგლებში ქ. თბილისის მერიის, კომპანია ვუდ სერვისის და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით ახალი ტექნოლოგიების ცენტრში ჩატარდა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ზემოხსენებული ტექტნოლოგიების პოპულარიზაციას საქართველოს სამშენებლო სექტორში.
ღონისძიების ფარგელბში ახალი ტექტნოლოგიების ცენტრში დანერგილი ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის ინიციატივებისა და ტექნოლოგიების გაშუქების მხარდაჭერის მიზნით 2010 წელს გამოცხადებული მწვანე ჟურნალისტიკის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
ასევე მოხდა მდგრადი არქიექტურის კონკურსის იდეის წარდგენა, რომელიც გულისხმობს მდგრადი სამშენებლო ინიციატივების და ტექტნოლოგიების საქართველოს ბაზარზე დანერგვას. პრეზენტაცია მიზნად ისახავდა კონკურსის პირობების და შეფასების სისტემის ჩამოყალიბებაში დაინტრესებული მხარეების ჩართვას. ღონისძიების საკონსულტაციო ცენტრის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს მდგრადი არქიტექტურის განვითარების მხარდაჭერას და არქიტექტორებისა და მშენებლების საკუთარ პროექტებში მდგრადი არქიტექტურისა და ინჟინერიის პრინციპების გამოყენებასთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციების გაწევას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს არქიტეტქტორთა კავშირმა - ახალი ტექნოლოგიების ცენტრის შენობას (აღმაშნებლის ხეივანი მე-15 კილომტრი) მიანიჭა არქიტექტურის ხარისხის ნიშანი.
ახალი ტექნოლოგიების ცენტრში გამოფენილი იყო ფოტოები და მოზარდთა ნამუშევრები თემაზე „დავასუფთაოთ საქართველო“.
Apr 26, 2011
|












