•  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Registered Architects Of Georgia

Union International of Architects

საერთაშორისო კონკურსი

არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო პრემია ტორსანლორენცო

 საერთაშორისო პრემია - TORSANLORECNO  ენიჭებათ საუკეთესო რეალიზებული ლანდშაფტური პროექტებისათვის. ტრადიციულად პრემიის გადაცემა წელიწადში ორჯერ ხდება. წელს უკვე მერვედ ხდება პრემიის მინიჭება.

პროექტების სამი ტიპი:

ამ პრემიაზე წარდგენილი პროექტები უნდა იყოს რეალიზებული სამ კატეგორიად:

ლანდშაფტური დიზაინი როგორც ტერიტორიის გარდასახვის ფაქტორი ( გარემოს აღდგენა და განახლება)

ქალაქის გამწვანების ზონები ( მოედნები, საცხოვრებელი სახლების გამწვანების ზონები, ქალაქის და კერძო პარკები)

კერძო ბაღები ( ქალაქებსა და რაინობში)

მონაწილეობა:

პრემიის მისაღებად მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტორებს და პროფესიონალებს ლანდშაფტური  დაგეგმარების სფეროში, რომლებიც თავის ქვეყანაში  პროფესიული ორგანიზაციის რეგისტრირებული წევრები არიან.

პროექტები რომლებიც უკვე პრემირებული იყო სხვა პრემიებზე არ დაიშვება.

კონკურსზე რეგისტრაცია უფასოა. რეგისტრაცია ხდება ნამუშევრების წარდგენის დროს. ნამუშევრები მიიღება არა უგვიანეს  20011 წლის 1 აპრილისა ორგანიზატორების ექსპრეს-ფოსტაზე, შესაბამისად ორგანიზატორები მიიღებენ პროქტებს არა უგვიანეს 9 აპრილისა.

ჟიური:

საერთაშორისო ჟიური შედგება პროფესიონალებისაგან, რომლებიც დაასახელეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:

 არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი (UIA)

ლანდშაფტის არქიტექტორების საერთაშორისო ორგანიზაცია (IFLA)

ლანდშაფტის არქიტექტორების ამერიკული ორგანიზაცია (ASLA)

ლანდშაფტის არქიტექტორების ევროპული ფედეაცია (FEAP)

არქიტექტურის, ლანდშაფტის არქიტექტურის, ქალაქთმშენებლობისა და გარემოს დაცვის იტალიის ნაციონალური საბჭო (CNAPPC)

ნაციონალური ორდერის ქვეშ არსებული აგრონომების და მეტყევეების იტალიის საბჭო (CONAF)

ლანდშაფტური არქიტექტურის იტალიის ასოციაცია (AIAPP)

ასევე ჟიურის შემადგენლობაში ასევე შევა: იტალიის პერიოდული გამომცემლობის „Torsanlorenzo Informa”-ს საბჭოს  და  „Torsanlorenzo”-ს მეყვავილეთა ჯგუფის თავმჯდომარე ბატონი მარიო მარგერიტი.

ჟიურის სხდომა ჩატარდება 2001 წლის 20 აპრილს. არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ჟიურის წარმოადგენს არქიტექტურის დოქტორი კონგჟინ იუ ( ჩინეთი).

პრემია:

თითოეულ კატეგორიაში  გაცემული იქნება ორი პრემია:

პირველი პრემია   2 500 ევრო

მეორე პრემია        1000 ევრო

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართება 2011 წლის 21 მაისს.

საკონკურსო პროექტების პრეზენტაცის გაიმართება 2011 წლის 21 აპრილიდან 21 მაისამდე გენუაში  გამოფენაზე „ევრო ფლორა“. გამოფენის დამთვალიერებლებს შეუძლიათ საუკეთესო პროექტს მისცენ ხმა. გამარჯვებული პროექტი მიიღებს პრიზს „ევროფლორა“.

საერთაშორისო პრემია - ტორსანლორენცო

www.premiotorsanlorenco.it

itinfo@premiotorsanlorenco.it

 

 

 

  

 

Mar 15, 2011

Union International of Architects

10000 Architecture

masa

FABSR

ACE

სიახლეები
დღეს შემოსულია
აქტიური წევრები: 1
წევრები: 0
სტუმრები: 1
დღეს შემოსულია: 179