•  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Registered Architects Of Georgia

Union International of Architects

SKIA - ს კონკურსი გუდაურში

გუდაურის პირველი საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის და მოთხილამურეთა მომსახურების ცენტრის
სივრცობრივ-გეგმარებითი გადაწყვეტის პროექტზე

მიმაგრებული ფაილები: გადმოწერეთ არქივი აქედან 

არქიტექტურული კონკურსის პროგრამა და პირობები

1. პრეამბულა

დაბა გუდაური მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდზე და ხასიათდება განვითარებული ინფრასტრუქტურით  მაღალი დონის დიდი და მცირე სატუმროებითა და კოტეჯებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებით, საერთაშორისო სტანდარტების საბაგირო გზებით, სხვადასხვა სირთულის ტრასებით. ის ერთ-ერთ საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტად ითვლება რეგიონში.
გუდაურში  არსებული სათხილამურო ტრასის დასაწყისში თვალიშისაცემია არცთუ კარგად ორგანიზებული სივრცე, რაც ხშირ შემთხვევაში დიდ რიგებს და  არაკომფორტულ სიტუაციას ქმნის, განსაკუთრებით დასვენების დღეებში. ბუნებრივია ეს აჩენს სურვილს, რათა გამოსწორდეს აღნიშნული მდგომარეობა. მოთხილამურე არქიტექტორთა კლუბი იზიარებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დისკომფორტისათვის და  მიაჩნია, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა არქიტექტურული კონკურსით გამოვლენილი საუკეთესო  პროექტის განხორციელებაა.
იზიარებს რა საყოველთაოდ აღიარებულ შეხედულებას, რომ კონკურსი არის არქიტექტურულ-მხატვრული ამოცანის საუკეთესო შემოქმედებითი და პროფესიული გადაწყვეტის ეფექტური ფორმა, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და კავშირის მოთხილამურე არქიტექტორთა კლუბი აცხადებს და ორგანიზაციას უკეთებს საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსს, აქედან გამომდინარე ყველა უფლება-მოვალეობის გათვალისწინებით.

II. კონკურსის მიზანი და ამოცანები

2.1. საერთაშორისო კონკურსის მიზანია მთის კურორტისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული პრინციპებიდან გამომდინარე გუდაურის პირველი საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის და მოთხილამურეთა მომსახურების ცენტრის სივრცობრივ-გეგმარებითი გადაწყვეტის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის გამოვლენა.

2.2. კონკურსის მიზნიდან გამომდინარე, კონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ პროექტირების პროცესში შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:
  ა- შენობ(ებ)ის მოცულობით - სივრცობრივი გადაწყვეტისას საერთაშორისო მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
  ბ- დაბა გუდაურის ლანდშაფტისა და განაშენიანების მასშტაბის გათვალისწინება.

III. ზოგადი დებულებები

3.1. კონკურსი დახურულია, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია არქიტექტურის ფაკულტეტების სტუდენტებს და ახალგაზრდა არქიტექტორებს 35 წლამდე.
3.2. კონკურსი ტარდება ერთ ტურად;
3.3. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ ორი საკონკურსო პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში;
3.4. კონკურსთან დაკავშირებით ყველა დამატებით ცნობას და განმარტებას იძლევა კონკურსის პასუხისმგებელი მდივანი.

IV. კონკურისის მონაწილეებზე გასაცემი მასალები

4.1. კონკურსის პროგრამა და პირობები;
4.2. ტერიტორიის აეროფოტოგადაღება იზოჰიფსების დატანით და საკონკურსო ობიექტის არეალის ჩვენებით. M1:500;
4.3. არსებული ლანდშაფტის ფოტოები.
4.4 საპროექტო დავალება

V. მონაწილეთათვის კონკურსის პროგრამის, პირობებისა და გრაფიკული მასალების გაცემა

5.1. კონკურსის მონაწილეთათვის კონკურსის პროგრამა, პირობები, საპროექტო დავალება და გრაფიკული მასალები განთავსდება საქართველოს არქიტექტორთა კავშირის და ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.archunion.ge; და www.gtu.ge/arqiteqtura
5.2. კონკურსის პასუხისმგებელი მდივანი _ გოჩა მიქიაშვილი.
ტელ.: +99599-50-32-81 ელექტრონული ფოსტა: gmikia@yahoo.com

5.3. კონკურსის ენა არის ქართული და ინგლისური.

VI. კონკურსზე წარსადგენი მასალა

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი მასალები:

6.1. განმარტებითი ბარათი შენობის აღწერით და აუცილებელი ინფორმაციის მითითებით, არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა (ფორმატი A-4) 2 ეგზ.
6.2 სიტუაციური გეგმა  აეროფოტოგადაღებაზე დატანით.
6.3. გენერალური გეგმა,   მასშტაბი            1:500
6.4. სართულების გეგმები, მასშტაბი         1:50 ან 1:100;
6.5. ჭრილები (არანაკლებ 2). მასშტაბი     1:50 ან 1:100;
6.6. ფასადები, (არანაკლებ 3). მასშტაბი    1:50 ან 1:100;

შენიშვნები:

1. საკონკურსო პროექტი შესრულებული უნდა იყოს A-2 ფორმატის თეთრ ქაღალდზე. ფორმატების რაოდენობა არ არის შეზღუდული. შესრულების ტექნიკა _ ნებისმიერი.
2. გარდა 6.1-6.5 პუნქტებში მითითებული ნახაზებისა კონკურსანტებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ დამატებითი საილუსტრაციო მასალა საკუთარი შეხედულებისამებრ.
3. კონკურსზე წარმოდგენილი თითოეულ პლანშეტზე, მარჯვენა მაღალ კუთხეში მითითებული უნდა იყოს 1 სმ სიმაღლის ფონტით შესრულებული 6 ნიშნა ციფრი-დევიზი.
4. იგივე დევიზი უნდა მიეთითოს დახურულ კონვერტს, რომელშიც უნდა განთავსდეს ფურცელი, მასზე აღნიშნული პროექტის ავტორთა რეკვიზიტებით (სახელი, გვარი, მისამართი, ქვეყანა, საკონტაქტო ტელეფონი)
5. კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები უნდა შეესაბამებოდეს 6.1-6.6 პუნქტების მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოდგენილი პროექტი არ განიხილება კონკუსის ჟიურის მიერ.


VII. კონკურსის ჩატარების კალენდარული გრაფიკი

7.1. საკონკურსო პროექტების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 11 თებერვალის 14.00 საათამდე. მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 89/24, მე-3 სართული, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი.

7.2. საკონკურსო პროექტების გამოფენა გაიხსნება 2011 წლის 15   თებერვალს, ხუთშაბათს, ბაკურიანში, დიდველის სასტუმრო “გერკო”-ს ვესტიბიულში 20 საათზე.
7.3. კონკურსის ჟიური იმუშავებს  2018 წლის 18 თებერვალს.
7.4. კონკურსის შედეგები გამოცხადდება და პრემიები გადაეცემა -
18 თებერვლის 20 საათზე.
7.5. კონკურსის ჟიურის ოფიციალური ოქმის  გამოქვეყნება - 2011 წლის 20 თებერვლამდე.


VIII კონკურსის ჟიური და მუშაობის რეგლამენტი

8.1. კონკურსის ჟიური შედგება SKIA-2011-ს ჩემპიონატში მონაწილე 7 არქიტექტორისაგან.
8.2. ჟიური  თავის სხდომაზე ადგენს მუშაობის რეგლამენტს და ირჩევს თავმჯდომარეს.
8.3. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა.

IX კონკურსის პრემიები და კონკურსის
შემდგომი ქმედებანი

9.1. კონკურსში გამარჯვებულთათვის განსაზღვრულიაFUფულადი პრემია და პრიზები:
1. ერთი პირველი პრემია – 500 ლარის ოდენობით
2. ერთი მეორე პრემია –     300 ლარის ოდენობით
3. ერთი მესამე პრემია –     200 ლარის ოდენობით

9.2. კონკურსის შედეგები ქვეყნდება პრესით, ტელევიზიით, დაიბეჭდება ჟურნალ “სტილ”-ში, განთავსდება საქართველოს არქიტექტორთა კავშირის და შKIA-ს ვებ გვერდებზე.


X კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები და საკონკურსო მასალების კუთვნილება

10.1. პრემირებული პროექტები გადადის კონკურსის მომწყობის საკუთრებაში. მას უფლება აქვს გამოიყენოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობის დაცვით.
10.2. არაპრემირებული პროექტები უბრუნდებათ ავტორებს.
10.3. კონკურსის მონაწილეთა ქონებრივი პრეტენზიები განიხილება კანონმდებლობის შესაბამისად.


XI კონკურსის ფინანსური მხარე

კონკურსის ჩატარების ხარჯებს გაიღებს კონკურსის მომწყობი - საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და მოთხილამურე არქიტექტორთა კლუბი.
 

Dec 22, 2010

Union International of Architects

10000 Architecture

masa

FABSR

ACE

სიახლეები
დღეს შემოსულია
აქტიური წევრები: 3
წევრები: 0
სტუმრები: 3
დღეს შემოსულია: 179