არქიტექტურის დღეები 2010არქიტექტურის დღეები 2010 არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის UIA–ს მიერ 1996 წელს დაარსებულ არქიტექტორთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, UIA–ს ნაციონალური სექციის – საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ განხორციელდა მისი ძირითადი პრიორიტეტების – (არქიტექტურული განათლება, პრაქტიკის რეგულირება) მიმართულებით. 21 სექტემბერს სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით გაიხსნა ახალგაზრდა არქიტექტორების საერთაშორისო რეგიონალური ვორქშოფი, თემაზე “ისტორიული ცენტრის რეკონსტრუქცია-რევიტალიზაცია ტურიზმთან მიმართებაში”. პროექტის დირექტორი ნინო ჩაჩავა. ვორქშოფში მონაწილეობდნენ 35 სტუდენტი და პროფესორ მასწავლებლები: საქართველოდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ეს ვორქშოპი წარმოადგენდა 2009 წლის ოქტომბერში ქ. სტამბოლში მიმარ სინანის ნატიფი ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო ვორქშოპის გაგრძელებას. ვორქშოპი ერთი კვირა გაგრძელადა, კვირის ბოლოს სამხატვრო აკადემიის გალერეაში გაიმართა სტუდენტური ნამუშევრების პრეზენტაცია-კონკურსი. სტუდენტებმა ექსპერტებთან ერთად განავითარეს ისტორიული უბნების ფუნქციური და სტრუქტურული ორგანიზების კონცეფცია, არსებული ტურისტულ მარშრუტებში აქტიური ჩართვის მიზნით. სტუდენტები მუშაობდნენ ექვს ჯგუფად და განავითარეს 3-3 კონცეფცია ღვინის აღმართისა და დიუმას ქუჩის მიმდებარე განაშენიანებისთვის. მოცემული პროექტის მიზანი იყო არა მხოლოდ აკადემიური მიღწევების უთიერთგაზიარება, არამედ სამი მეზობელი ქვეყნის კულტურების უკეთ გაცნობა მომავალი თანამშრომლობისთვის. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კულტურული ღონისძიებები და ინფო ტურები თბილისსა და კახეთის რეგიონში.
23 სექტემბერს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის 15 კილომეტრზე გაიხსნა კომპანია ვუდ სერვისის შენობა. არქიტექტორ სანდრო რამიშვილის პროექტით აგებული სამ სართულიანი ღია ტერასიანი შენობის ფასადი მინაში და ხეშია გადაწყვეტილი. სართულებზე განთავსებულია საგამოფენო პავილიონები, საკონფერენციო და საოფისე სივრცეები. მესამე სართულის საგამოფენო სივრცე დაეთმო საქართველოს არქიტექტორთა კავშირს, სადაც გამოიფინა ქართველ არქიტექტორთა უკანასკნელ წლებში განხორციელებული ნამუშევრების ფოტოები. 8 ოქტომბერს საერთაშორისო არქიტექტურის დღეების ფორმატში, კომპანია ვუდ სერვისში გაიმართა საქართველოს არიტექტორთა კავშირის წევრების საკვალიფიკაციო სერთიფიკატების გადაცემის პირველი ეტაპი. აქვე, მოგვიანებით გაიმართა ლიტველ არიქიტექტორთა პროექტების გამოფენა. გამოფენის გახსნაზე ქართველ არქიტექტორებთან ერთად მოწვეული იყვნენ ლიტველი არიტექტორები და საელჩოს წარმომადგენლები.
ვუდ სერვისის გენერალურმა დირექტორმა ზაალ ხელაძემ არიქიტექტორებს წაუკითხა ლექცია თემაზე განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიებისა და მისი საქართველოში დანერგვის თაობაზე. რის შესახებაც მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ძალისხმევით ხელი შუწყონ აღნიშნულ მიმართულებას. არქიტექტორთა კავშირის გადაწყვეტილებით, განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების დანერგვაში გაწეული წვლილისათვის არქიტექტორთა კავშირის 2010 წლი საპატიო დიპლომი გადაეცა ვუდ სერვისს.
5 ოქტომბერს გალერეა უნივერსში გაიხსნა არქიტექტორ თენგიზ მახარაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.
11 ოქტომბერს სამხატვრო აკადემიიის გალერეაში გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ყოველწლიური კონკურსი დათვალიერება სადაც გამოიფინა ტექტნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანიზაციის და დიზაინის ფაკულტეტისა და სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სადიპლომო ნამუშევრები. 15-20 ოქტომბერს არქიტექტორთა კავშირის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა არქიტექტორ მერაბ აბესაძის ფერწერული ნამუშევრები.
25 ოქტომბერს არქიტექტორთა კავშირის სპეციალურმა კომისიამ შემდეგი შემაგდენლობით: ლერი გოშაძე, ეკატერინე თევზაძე, თამაზ გიორგაძე, მედეა მელქაძე, ნანა ქუთათელაძე, გოჩა მიქიაშვილი, თეიმურაზ ბოჭორიშვილი. მიიღო გადაწყვეტილება - ნომინაციაში „არქიტექტორებისა და არქიტექტურის შესახებ წლის საუკეთესო წიგნი“ კავშირის სპეციალური დიპლომი მიენიჭოთ წიგნებს „ხუროთმოძღვარი ვალერიან კედია“ და მის ავტორებს თამაზ ნათიძეს და კიაზო ნახუცრიშვილს და ნესტან რაზმაძესა და ელდარ ჩხეიძეს ალბომისათვის „არქიტექტორები ნესტან რაზმაძე და ელდარ ჩხეიძე“.
6 ნოემბერს ჩატარდა ტრადიციული სტუდენტური კონკურსი „ქაღალდის არქიტექტურა“ თემაზე „არმირება“, სადაც მონაწილეობა მიიღო 73 სტუდენტმა ორი არქიტექტურული სკოლიდან. არქიტექტორთა კავშირის დიპლომი და ფულადი პრემია 300 ლარი გრანპრის სახით გადაეცა ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანიზაციისა და დიზაინის II კურსის სტუდენტს დალი დარჯანიას.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ არქიტექტურის დღეები 2010-ის ფარგლებში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება: არქიტექტორთა კავშირის არსუკიძის სახელობიის პრიზი გადაეცეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს უწმინდესს და უნეტარესს ილია II-ს ქართული საეკელსიო ხუროთმოძღვრების აღმშენებლობაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის.
Sep 21, 2010
|


















