Account registered since: Feb 4, 2011
Username: kruashvili_anri
Full Name: Kruashvili Anri
ფოტო:
.:
Kruashvili Anri – 1934
Architect – member of union since 1974 registration N 70
D. Abashidze 9, Tbilisi
+995 99 53 66 03
archunion_geo@yahoo.com
________________________________________________________
ყრუაშვილი ანრი – 1934 წ.
არქიტექტორი – კავშირის წევრია 1974 წლიდან, რეგისტრაციის N 70
მისამართი: დ. აბაშიძის ქ. 9, თბილისი
ტელ: 95 11 65
მობ: 899 53 66 03
__________________________________________________________
განათლება
1958 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
პროფესიული მოღვაწეობა:
1958-1961წ.წ.- „თბილქალაქპროექტი“, არქიტექტორი
1961-1970წ.წ.- თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ექსპერიმენტალური პროექტირების
„თბილზნიეპი“. უფროსი არქიტექტორი; ჯგუფის ხელმძღვანელი; პროექტის მთავარი
არქიტექტორი; ინსტიტუტის ექსპერიმენტალური პროექტირების განყოფილების უფროსი.
1970-1983წ.წ.- პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არქიტექტურის ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი.
1983-1989წ.წ.- „თბილქალაქპროექტი“. პროექტის მთავარი არქიტექტორი; სახელოსნოს უფროსი.
1989-1990წ.წ.- საქართველოს „არქფონდი“-ს მთ.არქიტექტორი.
1990-1992წ.წ.- საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი.
1992-1998წ.წ.- „თბილქალაქპროექტი“. მთ.სპეციალისტი.
1998-2001წ.წ.- თბილისის გენგეგმისა და პერსპექტიული განვითარების სამსახური. მთავარი სპეციალისტი.
2008 წლიდან- საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
ობიექტები
1958–1960 წ.წ.- სპორტის სასახლის დამამთავრებელი პროექტებში მონაწილეობა.
ფეხბურთის სტადიონის „ქარიშხალა“ ასაწყობი ტრიბუნა ვაკის პარკში;
1960წ. -სპორტული დარბაზი ქ.თბილისში ბოჭორმის ქუჩაზე გამოყენებულია უნიკალური
კონსტრუქცია „ქაჯაიას“ გარსი გადახურვისათვის. ავტორები: ნელი ქვარცხავა, ანრი ყრუაშვილი; კონსტრუქტორი: მიშა საგინაშვილი.
1961-1965წ.წ. -ექსპერიმენტული პროექტი 16 სართ. სექციური საცხოვრებელი სახლი ხისტგულა
კონსტრუქციით. ავტორები: არქ. დავით გრძელიძე (საცხოვრებლის სექტორის ხელმძღვანელი), არქ. ანრი ყრუაშვილი.
- მრავალსართულიანი სახლის ბინების მიკროკლიმატის შესწავლის ექსპერიმენტალური არქ.გურამ მირიანაშვილი (სექტორის უფროსი), არქ.ანრი ყრუაშვილი.
- ექსპერიმენტული საცხ. რაიონში 45 ათას მცხოვრებზე დიღომში. პროექტი.
ავტორები არქიტექტორები: ბიძინა მამინაიშვილი( სექტორის უფროსი), ნოდარ
მიქაძე, გივი ბერიძე, ასლან ღოღობერიძე, ანრი ყრუაშვილი (იდეის ავტორი).
1965წ. -დასასვენებლი „ქალაქი წოდორეთში“ შემსუბუქებული კონსტრუქციების კოტეჯებით. პროექტი. არქიტექტორები: ლევან ბერიძე(სექტორის
უფროსი), ომარ ნაფეტვარიძე, ანრი ყრუაშვილი.
-მზისდამცავი საშუალებების („ჟალუზების“) პროექტები სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის. პროექტი. არქიტექტორები: ლევან ბერიძე, რომან
პავლიაშვილი, ანრი ყრუაშვილი
1966წ. -საცხოვრებელი განაშენიანების რეკონსტრუქცია ალ.ჭავჭავაძის და ყაზბეგის ქუჩებს შორის ქ.თბილისში. კონცეპტუალური პროექტი ხაზოვანი
პროგრამირების გამოყენებით გამოთვლით მანქანებზე. არქიტექტორები: ანრი ყრუაშვილი, ასლან ღოღობერიძე, ნოდარ შავიშვილი, თეიმურაზ ბოჭორიშვილი.
1968წ. -კარკასული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სერია კონსტრუქციებით: რიგელებით გადახურვის სიბრტყეში („ურიგელო კარკასი“) პროექტი. არქიტექტორები: ანრი ტუაშვილი, გურამ ხომერიკი, ნოდარ შავიშვილი. კონსტრუქტორები: მიშა მარჯანიშვილი, გიგლა ჭანუყვაძე.
1969წ. -14 სართულიანი 500 ადგილიანი პანსიონატი შავ ზღვაზე ქობულეთში (ბობოყვათში). პროექტი. არქიტექტორები: ანრი ყრუაშვილი, რომან
პავლიაშვილი, მიშა სიხარულიძე. კონსტრუქტორი: თემურ კოხრეიძე.
1969წ. - ექსპერიმენტული ტერასული საცხოვრებელი სახლები ნუცუბიძის პლატოზე. პროექტი. არქიტექტორები: ანრი ყრუაშვილი, საყვარელა სალუქვაძე
ზურაბ კაკალაშვილი, რომან პავლიაშვილი; კონსტრუქტორი: კარლო ტაბატაძე.
1970წ. -პანსიონატი 3000 ადგილე ყირიმში (ბატილიმანი) თავდაცვის სამონასტროსთვის.პროექტი. არქიტექტორები: ანრი ყრუაშვილი, საყვარელა
სალუქვაძე, ზურაბ კაკალაშვილი, რომან პავლიაშვილი; კონსტრუქტორი: თეიმურაზ კოხრეიძე.
1976წ. -საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პერსპექტიული განვითარების გენგეგმა, პროექტი. არქიტექტორები: ალიკ ჩიქოვანი, ანრი
ყრუაშვილი, პავლე ძინძიბაძე.
1976წ. -საქ.პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპორტული კომპლექსი 300 ადგილზე ქ.ლესლეიძეში. პროექტი. არქიტექტორები: ალიკ ჩიქოვანი, ანრი
ყრუაშვილი, პავლე ძინძიბაძე; კონსტრუქტორი: კარლო ტაბატაძე.
1977წ. -ხისტგულა კონსტრუქციის მაღლივი საცხოვრებელი სახლების სერია. კონცეფცია. არქიტექტორი: ანრი ყრუაშვილი; კონსტრუქტორი: კარლო ტაბატაძე.
1983-1985წ.წ. -თბილისის ისტორიული დაცვითი ზონის „ძველი თბილისის“ დეტალური
დაგეგმარების პროექტი. არქიტექტორები: გიგა ბათიაშვილი (სახელოსნოს ხელმძღვანელი), ანრი ყრუაშვილი, ბესარიონ მენაბდე, მიკა ყრუაშვილი.
1989წ. -ლესელიძის ქუჩის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია. დაგეგმარების პროექტი. არქიტექტორები: გიგა ბათიაშვილი, ანრი ყრუაშვილი, ბესარიონ
მენაბდე,თამაზ ხელაია.
1993წ. -7 სართულიანი ბიზნესცენტრი ქეთევან წამებულის მოედანზე ქ.თბილისში. პროექტი. არქიტექტორები: ანრი ყრუაშვილი, ვაჟა ფსუტური, რომან პავლიაშვილი.
1994წ. - გორგასლის მოედნის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტი ქ.თბილისში. არქიტექტორები: გიგა ბათიაშვილი, ანრი ყრუაშვილი, ბესარიონ მენაბდე.
2002 წ. - თბილისის იპოდრომის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. პროექტი. არქიტექტორები: გიგა ბათიაშვილი, ანრი ყრუაშვილი, ალეკა აბაშიძე.
2004 წ. - თბილისის ისტორიული დაცვითი ზონის „ძველი თბილისის“ დეტალური დაგეგმარების პროექტი.
არქიტექტორები: გიგა ბათიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი),ანრი ყრუაშვილი, ალიკო აბაშიძე, ეკა დარახველიძე, ნიკა ჩხაიძე.
კონკურსები:
1964წ. საერთაშორისო კონკურსი: გამარჯვების მონუმენტი პლაია ხიროინზე. კუბა. პროექტი. არქიტექტორები: გურამ მირიანაშვილი (ხელმძღვანელი),
ანრი ყრუაშვილი, რამაზ კიკნაძე, თეიმურაზ მიქაშავიძე. ქონსტრუქტორები: პროფ. გიორგი ქარცივაძე, თემო ჩაჩავა.
1978წ. რესპუბლიკური კონკურსი: დიდების მემორიალი ზუგდიდში. I პრემია.ავტორები: მხატ.ზურაბ წერეთელი, მოქ. გიაჯაფარიძე, არქიტექტორები: ანრი
ყრუაშვილი (იდეის ავტორი), ვ. კურდღელია, პ.ხუხია.
1998წ. რესპუბლიკური კონკურსი: „მდ.მტკვრის სანაპირო ზოლის განვითარების კონცეფცია“: I პრემია. არქიტექტორები: გიგა ბათიაშვილი, ანრი
ყრუაშვილი, ალიკა აბაშიძე, მიკა ყრუაშვილი, ქეთი ჭანტურია.
2002წ. რესპუბლიკური კონკურსი: „თბილისის გენგეგმის კონცეფცია“. II პრემია (I პრემია არ გაიცა). არქიტექტორები: პაპუნა ძიძიგური, ანრი ყრუაშვილი,
ბესარიონ გუგუშვილი, თეიმურაზ ჯაფარიძე, დემურ სვანიძე, ნიკოლოზ ჩხაიძე, თემურ ზედელაშვილი.
სახვითი ხელოვნება:
1989წ. გალაქტიონ ტაბიძის ძეგლი ვანში. მოქანდაკე: ბიძინა ავალიშვილი; არქიტექტორი: ანრი ყრუაშვილი
1982წ. ტიციან ტაბიძის მემორიალი ვანში მოქანდაკე: ბიძინა ავალიშვილი; არქიტექტორი ანრი ყრუაშვილი.
1984წ. ილია ჭავჭავაძის პორტრეტი, ბრინჯაოს პორტრეტი საგურამოში.
მოქანდაკე: ბიძინა ავალიშვილი; არქიტექტორი: ანრი ყრუაშვილი.
1986წ. სოლომონ დოდაშვილის ძეგლი სიღნაღში.
მოქანდაკე: ბიძინა ავალიშვილი; არქიტექტორი: ანრი ყრუაშვილი
1986წ. ლადო ასათიანის ძეგლი ცაგერში
1990წ. ათანასე ხარაბაძის, (საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის) პორტრეტი ქვაში. სამტრედია. ქანდაკების ავტორი (მოდელი თიხაში. ჩ=1,0მ) ანრი ყრუაშვილი.
კინო ხელოვნება:
1979 წ. -მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ღამის მუსიკოსები“ კინოსტუდია „ქართული ფილმი“. სცენარის ავტორები გოგიტა ჭყონია, ანრი ყრუაშვილი.
1976 წ. -დოკუმენტური ფილმი: „ქართული ასომთავრული“. ( რამაზ პატარიძის წიგნის ქართულიასომთავრული მიხედვით).
სცენარის ავტორები: ელ.მეტრეველი, თენგიზ მდივანი, ანრი ყრუაშვილი. რეჟისორი: ანრი ყრუაშვილი
1977წ. - დოკუმენტური ფილმი „გახსენება“
სცენარის ავტორები: თენგიზ მდივანი, ანრი ყრუაშვილი
რეჟისორი:ანრი ყრუაშვილი
ენების ფლობა: ქართული, რუსული.
ობიექტები:
Jan 9, 2012 ღია კონკურსი მარჯანიშვილის მოედანზე სკულპტურის / მონუმენტის პროექტზე არქიტექტორთა საყურადღებოდ ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ... Dec 22, 2011 ყველა სიახლე...
არქიტექტორთა საყურადღებოდ
ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ...