•  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Registered Architects Of Georgia

Union International of Architects

Komakhidze Madlena

Account registered since: Feb 22, 2012

General

Username: komakhidze_madlena

Full Name: Komakhidze Madlena

ფოტო:  

.:

Komakhidze madlena- 02.08.1928
Architect - member of union since 1960 - registration №423
Tbilisi Chavchavadze st №16
Tel  222 59 85
_____________________________________________________________________________________

კომახიძე მადლენა- 02.08.1928
არქიტექტორი - კავშირის წევრია 1960 რეგისტრაციის №423
თბილისი, ჭავჭავაძის ქ №16
ტელ: 222 59 85
_____________________________________________________________________________________

 

1947 წელს დაამთავრა თბილისის ქალთა VIII საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით.
1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი და მიიღო წოდება „არქიტექტორი მხატვარი“.
1954 წლიდან 1965 წლამდე მუშაობდა სსპ „თბილქალაქპროექტში“, თანმიმდევრულად არქიტექტორის თანამდებობიდან ჯგუფის უფროსის თანამდებობამდე.
1965 წელს კვლევით ინსტიტუტ თბილზნიიეპის მოთხოვნის თანახმად გადაყვანილი იქნა ამ ინსტიტუტში და დანიშნული იქნა ჯგუფის ხელმძღვანელად, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე.
1978 წელს იმყოფებოდა საზღვარგარეთ (ირანში) მეუღლის მივლინებაში ყოფნის გამო.
1980 წელს შრომითი სტაჟის გაუწყვეტლად დაინიშნა სსპ „თბილქალაქპროექტში“ ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
1997 წელს გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით.

სამსახურის განმავლობაში არქიტექტორ მადლენა კომახიძემ შეასრულა შემდეგი ძირითადი სამუშაოები:

1.     თბილისის მარჯვენა სანაპიროს ფრაგმენტის (ელბაქიძის ხიდიდან ჩელიუსკინელების ხიდამდე) განაშენიანება;
2.     საცხოვრებელი სახლი ოქტომბრის ქუჩაზე;
3.     სკოლა 880 მოსწავლეზე (თბილისში);
4.     ტიპიური სკოლა 880 მოსწავლეზე;
5.     სპორტსკოლა პეტრიაშვილის ქუჩაზე;
6.     საზაფხულო კინოთეატრი ისნის რაიონში;
7.     პლანეტარიუმი მთაწმინდის პარკში;
8.     საცხოვრებელი სახლი ოქტომბრის გამზირზე;
9.     დიღმის III კვარტლის დეტალური დაგეგმარების პროექტი;
10. დიღმის გამზირის განაშენიანება;
11. ოქტომბრის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დეტალური პროექტი
(I ვარიანტი);
12. ოქტომბრის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დეტალური პროექტი (გაფართოებული ვარიანტი);
13. კურორტ კიკეთის გენერალური გეგმა;
14. კურორტ წავკისის გენერალური გეგმა;
15. კურორტ ოქროყანის გენერალური გეგმა;
16. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის დეტალური პროექტი.

არქიტექტორ მადლენა კომახიძეს დამუშავებული აქვს 19 სამეცნიერო თემა, მათ შორის 8 გამოქვეყნებულია სხვადასხვა სამეცნიერო კრებულში.

 

General

ობიექტები:

 
Tools

Arch Award

Union International of Architects

archtv.ge

10000 Architecture

masa

FABSR

ACE

სიახლეები
დღეს შემოსულია
აქტიური წევრები: 4
წევრები: 0
სტუმრები: 4
დღეს შემოსულია: 146