•  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Registered Architects Of Georgia

Union International of Architects

Beridze Levan

Account registered since: Jan 13, 2011

General

Username: beridze_levan

Full Name: Beridze Levan

ფოტო:  

.:

Beridze Levan - 26.08.1933

Architect - member of inion since 1970 registration N130

Vaja- Pshavela ave. 28, Tbilisi

995 99 58 35 09

archunion_geo@yahoo.com

____________________________________________________________

ბერიძე ლევან – 26.08.1933

არქიტექტორი – კავშირის წევრი 1970 წლიდან რეგისტრაციის N 130

ვაჟა ფშაველას 28, თბილისი

ტელ: 39 05 75

მობ: 899 58 35 09

________________________________________________________________

განათლება

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით  - არქიტექტურა.

 

პროფესიული გამოცდილება

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა ჯერ საპროექტო ინსტიტუტ “საქქალაქმშენსახპროექტ” - ში, 

1964 წელს სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ინსტიტუტ “თბილზნიიეპ”-ში არქიტექტორის თანამდებობაზე. ინსტიტუტში თანმიმდევრულად

მუშაობდა უფროსი არქიტექტორის,

ხელმძღვანელის, არქიტექტურული შუქტექნიკის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ექსპერიმენტალური პროექტირების სახელოსნოს

ხელმძღვანელის თანამდებობაზე.


1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა არქიტექტურის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.


1974 წელს სამუშაოდ მიიწვიეს საქართველოს განათლების სამინისტროს რესპუბლიკურ საპროექტო ორგანიზაციაში მთავარი არქიტრექტორის

დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც 15 წლის

განმავლობაში მუშაობდა სკოლების და სხვა განათლების ობიექტების დაპროექტებაზე. მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით დამუშავებული პროექტებით

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აშენებულია მრავალი სკოლა.


პარალელურად მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტორის ფაკულტეტზე დოცენტის თანამდებობაზე.

ამჟამად იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სრული პროფესორი,

აკადემიური ხარისხის დოქტორი, კათედრის გამგე.

გამოქვეყნებული აქვს 19 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ნორმატიულ მეთოდური ხასიათის შრომები. აქვს გამოგონება  ხელსაწყო “ინსოლაციური

ექსპონომეტრი”, რაზედაც მიღებული აქვს საავტორო მოწმობა.


ქ. თბილისში სპეცსკოლა-ინტერნატის დაპროექტება-მშენებლობისთვის  მიენიჭა სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია.


საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი


1994–2008 წლებში - საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.

2008 წლიდან დღემდე – საკ-ის გამგეობის წევრი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან არსებული “არქიტექტორთა კვალიფიკაციის ეროვნული

ცენტრის” ხელმძღვანელი.

General

ობიექტები:

 
Tools

Arch Award

Union International of Architects

archtv.ge

10000 Architecture

masa

FABSR

ACE

სიახლეები
დღეს შემოსულია
აქტიური წევრები: 5
წევრები: 0
სტუმრები: 5
დღეს შემოსულია: 145