ჩვენს შესახებ
1931 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება “საპარა”. 1934 წელს არქიტექტორთა საზოგადოებას ეწოდა“საქართველოს არქიტექტორთა კავშირი”. 1936 წელს, თებერვალში ჩატარდა“ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის“ I ყრილობა. კავშირის პირველ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა არქიტექტორი ნიკოლოზ სევეროვი. ამ დროისათვის კავშირში ირიცხებოდა 140 წევრი. 1990 წლის 6 დეკემბერს რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილებით „საქართველოს არქიტექტორთა კავშირის“ ეწოდა “საქართველოს ხუროთმოძღვართა დამოუკიდებელი კავშირი”. 1991 წელს, ახალი წესდებით კავშირის უმაღლეს ორგანოდ ჩაითვალა კავშირის წევრთა საერთო კრებან და დაუბრუნდა სახელწოდება “საქართველოს არქიტექტორთა კავშირი”. 1999 წელის 17 დეკემბერს “ შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ კანონის შესაბამისად „საქართველოს არქიტექტორთა კავშირის“ ეწოდა „საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნული კავშირი“. (საჯარო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი, არასამთავრობო ორგანიზაცია). 1996 წელს ბარსელონის მსოფლიო არქიტექტორთა კონგრესზე საქართველოს არქიტექტორთა კავშირი გახდა „არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის“ - UIA-ს სრულუფლებიანი წევრი და იგი იწოდება UIA-ს ნაციონალურ სექციად და მინიჭებული აქვს სამი საარჩევნო ხმა. 1996 წლიდან „საქართველოს არქიტექტორთა კავშირი“ არქიტექტორთა კავშირების საერთაშორისო ასოციაციის - MASA-ს წევრია. 1995 წლის 10 ოქტომბერს „საქართველოს არქიტექტორთა კავშირის“ ინიციატივით დაფუძნდა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების არქიტექტორთა ფორუმი -FABSR. არქიტექტორთა კავშირის 2000 წელს განხორციელებული რეფორმების საფუძველზე განისაზღვრა კავშირის ძირითადი პრიორიტეტები: - უმაღლესი არქიტექტურული განათლება - უწყვეტი პროფესიული განვითარება - არქიტექტურის პრაქტიკის რეგულირება 1936 წლიდან არქიტექტორთა კავშირს ხელმძღვანელობდნენ. I ყრილობა 1936 წ. ნიკოლოზ სევეროვი
II ყრილობა 1938 წ. ნიკოლოზ სევეროვი
III ყრილობა 1947 წ. მიხეილ შავიშვილი
IV ყრილობა 1955 წ. ბეჟან ლორთქიფანიძე
V ყრილობა 1959 წ. ალექსანდრე თევზაძე
VI ყრილობა 1962 წ. ივანე ჩხენკელი VII ყრილობა 1964 წ. ივანე ჩხენკელი VIII ყრილობა 1967 წ. ივანე ჩხენკელი IX ყრილობა 1970 წ. ივანე ჩხენკელი X ყრილობა 1974 წ. ივანე ჩხენკელი XI ყრილობა 1980 წ. ნოდარ მგალობლიშვილი XII ყრილობა 1986 წ. ნოდარ მგალობლიშვილი XIII ყრილობა 1990 წ. გიორგი სალუქვაძე XIV (რიგითი) პირველი მოწვევა 1991 წ. XV (რიგითი) მეორე მოწვევა 1991 წ. ლევან ბოკერია XVI საერთო კრება 1995 წ. ვახტანგ დავითაია XVII საერთო კრება 1995 წ. XVIII საერთო კრება 1999 წ. ვახტანგ დავითაია XIX საერთო კრება 2000 წ. ნოდარ მგალობლიშვილი XX საერთო კრება 2001 წ. დავით აბულაძე XXI საერთო კრება 2004 წ. დავით აბულაძე XXII საერთო კრება 2006 წ. დავით აბულაძე XXIII საერთო კრება 2008წ. დავით აბულაძე
|









