დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს არქიტექტორთა საერთო ეროვნული დარბაზი
- დარბაზი წარმოადგენს საქართველოში არქიტექტურულ დარგში მოქმედ ნებისმიერ იურიდიული სტატუსის მქონე გაერთიანებიდან (ორგანიზაციიდან) ნებაყოფლობით დელეგირებულ პირთა წევრობაზე დაფუძვნებულ სათათბირო ორგანოს.
- დარბაზის მიზანია არქიტექტურის დარგში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაზე მუდმივი მონიტორინგი.
- დარბაზი, მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით შეიმუშავებს სათანადო დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებსაც რეაგირებისათვის გადასცემს სათანადო სახელმწიფო სტრუქტურებს და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს.
- დარბაზი დაფუძნდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ინიციატივით, რომლის შეხვედრებისა და მუშაობის, ასევე ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კავშირის ადმინისტრაცია.
დარბაზის მიზნები:
1. დარგის მართვაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება;
2. არქიტექტურულ საზოგადოებაში სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლება;
3. არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობის სფეროში გადაწყვეტილების შემუშავებისას პროფესიული აზრის გააქტიურება;
4. დარგის მართვისა და განვითარებისათვის სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
ამ მიზნების მისაღწევად დარბაზი, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ახორციელებს დარგში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის სამთავრობო და სახელისუფლებო სტრუქტურების მუშაობაზე მუდმივ მონიტორინგს.